თბილისის მერი საგამოძებო სამსახურმა დაკითხვაზე დაიბარა
2013-02-07 7 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკოლოზ ხაჩირიშვილი დაიბარეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ხაჩირაშვილი შპს "თბილსერვის ჯგუფის" საქმესთან დაკავშირებით დაკითხეს. ნიკოლოზ ხაჩირაშვილის თქმით, თითქმის ყოველდღიურად სხვადასხვა საგამოძიებო უწყებებში ადგილობრივი თვითმმართველობის, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები ჰყავთ დაკითხვებზე დაბარებული, რაც არის ფსიქოლოგიური, მორალური და პოლიტიკური ზეწოლა. ამავე თემაზე "ნაციონალური მოძრაობის" სამგორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ხახნელიძეც დაიკითხა. ამავე დღეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში ისანი-სამგორის რაიონის გამგებელი თემურ გრიგალაშვილი დაიბარეს. გრიგალაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამოძიებას მასთან ჰქონდა კითხვები ლეხ კაჩინსკის სახელობის სკვერის მშენებლობასთან დაკავშირებით. 8 იანვარს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი დავით ავალიანი დაიბარეს. დავით ავალიანიც "თბილსერვისის" საქმესთან დაკავშირებით დაიკითხა.
2013-02-04 4 თებერვალს შპს "თბილსერვის ჯგუფის" გენერალური დირექტორი თორნიკე შიოლაშვილი და მისი პირველი მოადგილე გიორგი ხუჭუა დაიკითხნენ. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ამავე დღეს დაიკითხა თბილისის მერის მოადგილის ტარიელ ხიზანეიშვილის დაკითხვაც
2013-02-02 2 თებერვალს გიგი უგულავა საგამოძიებო სამსახურმა დაიბარა, თუმცა უგულავა დაკითხვაზე არ მივიდა და განაცხადა, რომ გამომძიებელს მერიაში, საკუთარ კაბინეტში დაელოდებოდა. თბილისის მერიაში დასაკითხად პროკურატურისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ. გამომძიებლები გიგი უგულავას რამდენიმე საათის განმავლობაში უსვამდნენ შეკითხვებს "თბილსერვის ჯგუფის" საქმიანობასთან დაკავშირებით. გამოძიებით ამ დროისთვის დადგენილია, რომ 2009 წლის 31 დეკემბერს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ იმჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი ხუჭუამ, მერიის დასუფთავების სამსახურის იმჟამინდელი უფროსის ტარიელ ხიზანეიშვილის დავალებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მატერიალური უზრუნველყოფის მიზნით, ამ სამსახურში ფორმალურად შექმნა „საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება,“ სადაც 2 წლის განმავლობაში, ფიქტიურად დასაქმდა აღნიშნული პოლიტიკური პარტიის 764 აქტივისტი - ე.წ. პარტიული კოორდინატორი. უმეტესობას ამ სამსახურში არც ერთი დღე არ უმუშავია, თუმცა დედაქალაქის ბიუჯეტისთვის განკუთვნილი ასიგნებებიდან მათ ხელფასის სახით 5 245 945 ლარი დაერიცხათ


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე