საპროტესტო აქცია გამგებლის გადადგომის მოთხოვნით ასპინძაში
2013-01-16 16 იანვარს გამგებლის გადადგომის მოთხოვნით „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა და მოსახლეობამ აქცია გამართეს. მათ ამ პოსტზე კოალიციის წევრის, გიორგი ზედგენიძის დანიშვნა სურთ.ზედგინიძის განცხადებით იგი „ქართული ოცნების“ შეთავაზებას დასთანხმდა და მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამაც გააცნო. ასპინძის მუნიციპალიტეტის ამჟამინდელი გამგებელი, ბესიკ ბექაური განცხადების დაწერას არ აპირებს და საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. საკრებულო კი ამ ეტაპზე გამგებლის შეცვლის საკითხს არ განიხილავს. „ქართული ოცნების” წარმომადგენლების ინფორმაციით, გამგებლობა “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს სურს, ამიტომ ისინი გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოველდღე იკრიბებიან, რათა გამგებელი განცხადებას დაწერისთანავე, თავიანთი კანდიდატურა წამოაყენონ. 23 იანვარს კვლავ ჩატარდა მცირერიცხოვანი აქცია ასპინძის ცენტრში, სადაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ერთმა ნაწილმა გამგებლის პოსტზე საქართველოს რაგბის ნაკრების ყოფილი კაპიტნის, ლევან ცაბაძის კანდიდატურა წარადგინეს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე