საპროტესტო აქცია თერჯოლის მუნიციპალიტეტში თანამდებობის პირების გადადგომის მოთხოვნით
2013-01-18 18 იანვარს თერჯოლის ცენტრში ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების განცხადებით თერჯოლაში 20 წელია არაფერი შეცვლილა. აქციის ორგანიზატორი იყო მევლუდ ბრეგვაძე, საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, რომელიც არჩევნების წინ გაათავისუფლეს. რაიონის გამგებელმა ამ თემაზე კომენტარი არ გააკეთა, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ფანჩულიძის თქმით, საზოგადოების რაღაც ნაწილს შეიძლება აქვს სურვილები მაგრამ მისი ყოფნა - არყოფნა საკრებულოს გადასაწყვეტია და არა მათი.