პოლიციის მიერ დაიკითხა ლანჩხუთის ყოფილი გამგებელი
2013-02-11 11 თებერვალს სტადიონის მშენებლობასა და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, ადგილობრივი პოლიციის მიერ პროკურატურის ზედამხედველობის ქვეშ დაიკითხა ლანჩხუთის ყოფილი გამგებელი „ნაციონალური მოძრაობიდან“, მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი გია გოგუაძე. მისი დაკითხვა დაახლოებით 3-4 საათს გაგრძელდა. დაკითხვის ფაქტი „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორს დაუდასტურა „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის ხელმძღვანელმა კახა ასკურავამ, თუმცა დეტალებზე საუბრისაგან თავი შეიკავა. რამდენიმე თვის წინ, როგორც ასკურავამ კოორდინატორს განუცხადა, თავადაც დაიკითხა ადგილობრივი პოლიციის მიერ. კახა ასკურავა გამგეობაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მომუშავე სარევიზიო კომისიის წევრი იყო და მისი დაკითხვაც ინფრასტრუქტურულ პროექტებს უკავშირდებოდა


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე