მარტვილის მუნიციპალიტეტის შენობის პიკეტირება
2012-12-26 26 დეკემბერს ადგილობრივებმა მარტვილის მუნიციპალიტეტის შენობის პიკეტირება მოახდინეს და საკრებულოს თავმჯდომარე და გამგებელი შენობაში არ შეუშვეს. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა, მათი თანამდებობიდან გადაყენება იყო, რადგან მიაჩნიათ, რომ წლების განმავლობაში ისინი უკანონოდ მართავდნენ რაიონს. 29 დეკემბერს საკრებულოს წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა. ადგილობრივების გაღიზიანება აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების გამოჩენამ გამოიწვია. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა შენობაში თავმჯდომარისა და გამგებლის შეშვება მოითხოვეს. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა 30 დეკემბერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრ კობა დავითაშვილთან რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შემდეგ დაშლის გადაწყვეტილება მიიღეს. მარტვილის მუნიციპალიტეტში გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები 20 ნოემბრიდან დაიწყო.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე