პოლიციის სამმართველოს ყოფილ უფროსს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
2013-02-25 25 თებერვალს ასპინძის პოლიციის სამმართველოს ყოფილ უფროსს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ ბრალის წაყენების ერთ-ერთ საფუძვლად ინტერნეტ ტელევიზიის „ინფო 9″-ის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა გამოიყენა, სადაც ბესიკ ბერიძეს მუშებისათვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებენ. ასპინძის პოლიციის ყოფილ უფროსს თავისუფლების სანაცვლოდ 1 წლიანი პირობითი სასჯელი და 4000ლარი შეუფარდეს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე