შეიარაღებული დაპირისპირება ოზურგეთში
2013-01-16 16 იანვარს შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა „ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის ოზურგეთში. გავრცელებული ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირება გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ კოტე შარაშენიძესა და "ქართული ოცნების" ადგილობრივი შტაბის წევრ ნესტორ რამიშვილს შორის მოხდა. ინციდენტი გვიან ღამით მოხდა, როდესაც კოტე შარაშენიძე ნესტორ რამიშვილს სახლში სტუმრობდა. სიტყვიერი შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც შარაშენიძემ რამიშვილს თავში იარაღის კოდახი ჩაარტყა და ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა.
ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო. კონფლიქტის მონაწილე ორივე პირი დაკითხვაზე იქნა დაბარებული. გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა გავრცელებული ინფორმაცია უარყო, თუმცა მომხდარი ფაქტი დაადასტურეს ოზურგეთის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა.