ინციდენტი ქუთაისის მერიაში
2013-02-01 1 თებერვალს ქუთაისი მერიაში ინციდენტი მოხდა. ქუთაისის ვიცე-მერმა ამირან ძოწენიძემ საკრებულოს თავმჯდომარის ოთახში ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროს თენგიზ თოფურიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთმა დეპუტატმა მამუკა მღვდელაძემ განუცხადა ჟურნალისტებს. მღვდელაძის ინფორმაციით, თენგიზ თოფურიძეზე ზეწოლა ხორციელდება, რადგან იგი ბოლო პერიოდში ადგილობრივ თვითმმართველობას დაუპირისპირდა. აღნიშნული ფაქტი ჟურნალისტებთან დაადასტურა თავად თენგიზ თოფურიძემ. რაც შეეხება ვიცე-მერს, იგი აცხადებს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, თუმცა მათ შორის სიტყვიერი შეკამათება ნამდვილად იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, შელაპარაკება საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში შტატების გაზრდის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რასაც თენგიზ თოფურიძე ეწინააღმდეგებოდა. 2 თებერვალს ქუთაისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ქალაქის ვიცე-მერი, ამირან ძოწენიძე და საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან ხვადაგიანი დაიკითხნენ.