ფიზიკური დაპირისპირება ხაშურში
2013-02-06 6 თებერვალს ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვალერი გელაშვილმა და გამგებელმა გიორგი ბერაიამ მოსახლეობას სურამის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად ვანო გელაშვილი წარუდიგნეს. შეკრებილი მოსახლეობის ნაწილმა ვანო გელაშვილის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა და ძველი რწმუნებულის დავით გარაძინსკის გათავისუფლება გააპროტესტა. ამის გამო ვანო გელაშვილის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ფიზიკურად ვახტანგ გრიგალაშვილი და კახა ტაბატაძე დაუპირისპირდნენ.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე