საკადრო ცვლილებები ქობულეთის მუნიციპალიტეტში
2013-05-31 ქობულეთში 1 ოქტომბრიდან 31 იანვრის ჩათვლით გამგეობიდან გათავისუფლდა 5 თანამშრომელი. გათავისუფლების საფუძველი პირადი განცხადებები ან სხვა სამსახურში გადაყვანა იყო.
1 იანვარს საკრებულოს აპარატიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში. გამგეობაში საშტატო ცვლილებების შედეგად თებერვალში შეიქმნა ახალი შტატი ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური და დაინიშნა მისი მოვალეობის შემსრულებელი.
აპრილში პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა ქობულეთის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის მძღოლი და ამავე სამსახურს დაემატა 6 საშტატო ერთეული. კერძოდ, 5 მეხანძრე და 1 მეხანძრე-მძღოლი, რომლებიც გამოსაცდელი ვადით იქნენ დანიშნული.