საკადრო ცვლილებები მთაწმინდის გამგეობის აპარატში
2013-05-31 მაისში გამგეობის აპარატიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა ერთი თანამშრომელი - მრჩეველი.
2013-05-30 მთაწმინდა -ძველი თბილისის გამგეობაშიც განხორციელდა რეორგანიზაცია. გამგეობას შეეცვალა სახელი და ამიერიდან წარმოადგენს მთაწმინდის რაიონის გამგეობას. მთაწმინდის გამგეობას შეუერთდა ორი მუნიციპალიტეტი (დიდგორის გამგეობის დაშლის შედეგად) კოჯორი და ტაბახმელა. ძველი თბილისის გამგეობა მოიცავდა საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას. ამის გამო თანამშრომელთა დიდი კონტიგენტი იყო დასაქმებული, რომლებიც გარკვეული ტერიტორიული მიმართულების მიხედვით მუშაობდნენ. რეორგანიზაციის შედეგად ყოფილი თანამშრომლების გადანაწილება მოხდება იმ გამგეობებში, რომლის საზღვრებშიც შევა აღნიშნული ტერიტორიები.