გამგებლის ცვლილება ასპინძის რაიონში
2013-04-18 18 აპრილს ასპინძის გამგებელმა ბესიკ ბექაურმა გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა. მიზეზად მან შექმნილი პოლიტიკური ვითარება დაასახელა. 24 აპრილს საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს და დააკმაყოფილეს წარდგენილი განცხადება. გამგებლის დროებით მოვალეობის შესრულება დაეკისრა მოადგილე ლევან ბერიძეს. ვაკანტურ თანამდებობაზე სულ 8 განაცხადი შევიდა, მაგრამ გამგებლობისთვის კონკურსში ძირითადად სამი კანდიდატი მოიაზრებოდა. 2013 წლის 16 მაისს ჩატარდა ასპინძის საკრებულოს სხდომა, სადაც დეპუტატებმა გამგებლად ერთხმად აირჩიეს ლევან ცაბაძე. სხდომის დასრულების შემდეგ ფოიეში პროტესტი გამოთქვა გამგებლობის ერთ–ერთმა კანდიდატმა პაატა მაისურიაძემ და მისმა წარმომადგენელმა. მათი თქმით, არჩეულ გამგებელს საბუთები კერძოდ, დიპლომი აქვს გაყალბებული და ადგილი ჰქონდა ზეწოლის ფაქტს. „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორი ესწრებოდა აღნიშნულ სხდომას და მისი თქმით, სხდომაზე სხვა მსგავსი მოსაზრებები ზეწოლის თაობაზე არ გაჟღერებულა. ივნისის დასაწყისში ახალმა გამგებელმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში რეორგანიზაციის ჩატარება დაანონსა. თანამშრომლებმა აღნიშნულ საკითხზე მიიღეს წერილობითი გაფრთხილება. რეორგანიზაციის შედეგად იგეგმება კონკურსის გამოცხადებაც


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე