ქუთაისის მერის ცვლილება
2013-06-05 15 მაისს დასრულდა მერის ვაკანტური თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი. საკონკურსო - საატესტაციო კომისია 7 კაცით დაკომპლექტდა. კომისიის გადაწყვეტილებით კონკურსი ჩატარდა 2 ეტაპად. შემოსული 69 განაცხადიდან მეორე ეტაპზე გადავიდა 12 კანდიდატი. მათგან ერთმა მოხსნა კანდიდატურა და დარჩენილ კანდიდატებს 27-28 მაისს ჩაუტარდათ გასაუბრება. კონკურსის გამარჯვებულად გამოცხადდა დიმიტრი კოპალიანი.
5 ივნისის საკრებულოს სხდომამ დაამტკიცა ქალაქის ახალი მერი დიმიტრი კოპალიანი. 24 დეპუტატიდან მის კანდიდატურად მხარი დაუჭირა 20-მა დეპუტატმა. საკრებულოს წევრთაგან დიმიტრი კოპალიანს მხარი არ დაუჭირეს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა