თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის ცვლილება
2013-06-17 17 ივნისს, თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზურაბ ყურაშვილმა საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით მიზეზი სხვა სამსახურში წასვლას უკავშირდება. ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის პირველი ეტაპი 5 ივლისს თელავის მუნიციპალიტეტში ჩატარდა, რომლის შედეგადაც შეირჩა 5 კანდიდატი, რომლებიც აკმაყოფილებდნენ საკონკურსო წესდებაში მითითებულ მოთხოვნებს.
10 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ჩატარდა გამგებლის შესარჩევი კომისიის მეორე სხდომა, რომელსაც უნდა განეხილა მეორე ტურში გადასული კანდიდატების მიერ წარმოდგენილი „თელავის განვითარების სტრატეგიული გეგმა“. განხილვა მიმდინარეობდა დაახლოებით 7 საათის განმავლობაში. მესამე ეტაპზე, რომელიც ჩატარდება გასაუბრების სახით, გადავიდა ორი კანდიდატი: გივი მეტრეველი და ნუგზარ ბაჩიაშვილი. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაციით თელავის გამგებლად თავიდანვე მოაზრებოდა გივი მეტრეველი. იგი თელავგაზის ყოფილი მმართველია. მომდევნო სხდომა სავარაუდოდ 18 ივლისს გაიმართება