აქცია კომისიის მხრიდან ზეწოლის წინააღმდეგ
2013-06-11 11 ივნისს ჭარნალის, ზედა და ქვედა ახალშენის, ორთაბათუმის საბავშვო ბაღის თანამშრომლებმა ხელვაჩაურის გამგეობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. ბაღის თანამშრომლები მონიტორინგის კომისიის მხრიდან ზეწოლასა და მუქარაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ისინი ბაღებში სამი თვის წინ კონკურსის წესით დაინიშნენ, კომისიის წევრები კი გათავისუფლებით ემუქრებიან. საკონკურსო კომისიის წევრების განცხადებით, ატესტაცია სტანდარტების დაცვით ჩატარდა. საკონკურსო კომისიის წევრის შორენა დოლიძის განცხადებით, დამატებითი კომისიის შექმნის მოთხოვნა ხელვაჩაურის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის წინააღმდეგაა მიმართული. მონიტორინგის კომისია, რომელიც შესული საჩივრების გამო შეიქმნა, კონკურსის ჩატარების დროს ხარვეზად სამუშაო გამოცდილების არმქონე კადრებით დაკომპლექტებას ასახელებს. კომისიის განცხადებით, საჩივრებს სიღრმისეულად განიხილავენ, თანამშრომლები კი 6 თვის განმავლობაში ადგილზე დარჩებიან.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე