აქცია დაგეგმილი ატესტაციისს წინააღმდეგ
2013-06-15 მუნიციპალიტეტში 15 ივნისისათვის გამგეობის აპარატისა და ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლებისათვის ატესტაცია დაიგეგმა. ხულოს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებმა დაგეგმილ ატესტაციასთან დაკავშირებით 30 მაისს აქცია გამართეს. „ნაციონალური მოძრაობის“ ხულოს შტაბის ხელმძღვანელის რაულ თავართქილაძის განცხადებით, ახალმა გამგებელმა რწმუნებულებს მოსთხოვა გათავისუფლების შესახებ განცხადებების დაწერა და რამდენადაც ამას ვერ მიაღწია, დაიგეგმა ატესტაციები,რომლის შედეგების მიუხედავად რწმუნებულის თქმით მაინც მოხდება მათი გათავისუფლება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, აქცია 31 მაისსაც გაიმართა, ატესტაციის ვადის გადაწევის მოთხოვნით რწმუნებულების განცხადებით, ისინი ატესტაციის წინააღმდეგი არ არიან, თუმცა მიაჩნიათ რომ მოსამზადებელი დრო არასაკმარისია.აპარატის უფროსის ნაირა ონიანის თქმით მათი თქმით, ატესტაციის ვადების გადაწევა განხილვასაც არ ექვემდებარება. ონიანი ასევე ადასტურებს, რომ აჭარის მთავრობის მიერ ატესტაციის პირველი ეტაპისთვის მომზადებული ტესტები ყველასთვის ერთნაირი იქნება, თუმცა მეორე ეტაპზე გასაუბრების დროს საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება სპეციალობების და სამსახურების მიხედვით.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე