გამგებლობის კანდიდატის მხარდასაჭერი აქცია
2013-05-17 17 მაისს ასპინძის მუნიციპალიტეტის გემგეობასთან დილიდან 30-მდე ადამიანი იყო შეკრებილი. ისინი გამგეობის შენობაში შესვლას და გამგებელთან, ლევან ცაბაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ. გამგეობასთან აქცია გამგებლობის ერთ-ერთი პრედენდენტის პაატა მაისურაძის მხარდამჭერებმა გამართეს. მათ უნდობლობა გამოუცხადეს წინა დღეს დანიშნულ გამგებელს. და ცაბაძე დიპლომის გაყალბებაში დაადანაშაულეს. გარდა ამისა, მაისურაძის მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ გამგებელი საკრებულომ ზეწოლის შედეგად აირჩია