აქცია პოლიციის უფროსის დაკავების მოთხოვნით
2013-07-04 4 ივლისს ბორჯომის ცენტრში ხალხმრავალი აქცია გაიმართა. ადგილობრივმა მოსახლეობამ ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა. მათ ახალციხის პოლიციის ყოფილი უფროსი, მამუკა ხვედელიანის გათავისუფლება გააპროტესტეს და მოითხოვეს მისთვის პატიმრობის შეფარდება აღმკვეთი ღონისძიების სახით. გუშინ, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალციხის რაიონული სამმართველოს ყოფილი უფროსის მამუკა ხვედელიანისა და ამავე სამმართველოს ოთხი ყოფილი თანამშრომელის მიმართ გამოიტანა. მამუკა ხვედელიანს ბრალად ედებოდა,გიორგი და ალექსანდრე ბლიაძეებთან, სერგო სამსონიძესთან და გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად მოქალაქის დამცირება და იძულება, ასევე ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რამაც მას ძლიერი ფიზიკური, ფსიქიკური და მორალური ტანჯვა მიაყენა.
2013-07-04 5 ივლისს აქცია კვლავ გაიმართა ახალციხის პოლიციის ყოფილი უფროსი, მამუკა ხვედელიანის გათავისუფლება გასაპროტესტებლად. დემონსტრანტებმა სასამართლოს შენობას კვერცხები და პომიდვრები ესროლეს, აჭედეს სასამართლოს შესასვლელი კარი ცოცხებით. აქციის მონაწილეები მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილისგან იმ გადაწყვეტილების დასაბუთებას მოითხოვენ, რომლის საფუძველზეც მამუკა ხვედელიანი და მასთან ერთად ბრალდებული ოთხი პირი უდანაშაულოდ ცნო. სასამართლოსგან აქციის მონაწილეებს არავინ გამოხმაურებია.დემონსტრანტების განცხადებით ახალციხის რაონული სასამართლო მთლიანად "ნაციონალური მოძრაობის" გავლენის ქვეშაა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აქციები ყოველდღიურად გაიმართება