ფოთის მერიის თანამშრომლის დაკავება
2013-05-31 2013 წლის 31 მაისს, ფოთის მერიის სპორტის სამსახურის უფროსი, ზურაბ ტიბუა საპატრულო პოლიციამ დააკავა. პოლიციის ინფორმაციით, დაკავების მიზეზი პატრულთან შელაპარაკება გახდა, ხოლო ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მისი თანამდებობა "ქართული ოცნების" წარმომადგენელს უნდა და დაკავების მიზეზიც ეს გახდა. საპატრულო პოლიციასთან ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ეკა ბესელიაც იყო მისული და დაკავებულის ოჯახს წევრებს შეხვდა.
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის განმარტებით, ტიბუა მანქანის მართვისას ტელეფონზე საუბრობდა და ამიტომ გააჩერეს. დაკავების მიზეზი კი პატრულთან წინააღმდეგობის გაწევა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება გახდა. საპატრულო პოლიცია დაკავებულებს პოლიციისთვის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება. ფაქტზე სასამართლო პროცესი ჩაინიშნა.