გამგებლის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელის დაკავება თელავის მუნიციპალიტეტში
2013-06-06 6 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების დამზადების ბრალდებით დააკავა თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი თედო ხოსროშვილი. მასთან ერთად დაკავებულია ინდ. მეწარმე რუსლან ყორშია და შპს „ხობი და დასუფთავების“ ყოფილი დირექტორი ნუკრი წოწორია. როგორც გამოძიება იუწყება, ამ პირებმა ფულადი ჯარიმის თავიდან აცილების მიზნით, დაამზადეს ყალბი სასაქონლო ზედნადები. დაკავებულები თელავის რაიონულმა სასამართლომ 4500 ლარი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე