რუსთავის მერიის თანამშრომლის დაკავება
2013-06-05 5 ივნისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქალაქ რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბ ბერაძე დააკავეს.
გამოძიების ცნობით, აღნიშნულმა პირმა რუსთავში შენობის ასაშენებლად საჭირო დოკუმენტაციისა და ნებართვების მიღებაში დახმარების სანაცვლოდ მოქალაქისგან ქრთამის სახით 2 000 აშშ დოლარი აიღო.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.