დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლების დაკავება
2013-06-18 18 ივნისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე არიფ სულეიმანოვი და საკრებულოს წევრი ზურაბ აკოფაშვილი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ 5 000 ლარის ქრთამის სანაცვლოდ, დაკავებულებმა სახელმწიფოს კუთვნილი 200 ჰა მიწის ნაკვეთი სარგებლობაში გადასცეს მოქალაქეს, რომელსაც პირველ ეტაპზე 500 ლარი გამოართვეს. გამოძიება სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე