მცხეთის ყოფილი გამგებელისა და საკრებულოს ყოფილი თანამშრომლების დაკავება
2013-06-20 შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით უძრავი ქონების გაფლანგვის ფაქტზე მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე კახაბერ მელაძე, საკრებულოს აგრარულ საკითხთა, ბუნებრივი რესურსების და გარემოს დაცვის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე თეიმურაზ ვოლკოვი და მცხეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ვახტანგ ყიფშიძე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ვახტანგ ყიფშიძის დახმარებით, ორგანიზებულ - დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მცხეთა - მთიანეთის ყოფილმა სახელმწიფო რწმუნებულმა ცეზარ ჩოჩელმა, ლუხუმ კაპანაძემ, მერაბ ყუფუნიამ და შპს „ნიუ ენერჯის“ დამფუძნებელმა ნიკოლოზ შაქარიშვილმა, 2008 წლის აგვისტოში რუსეთ - საქართველოს საომარი მოქმედებების შედეგად, იძულებით გადაადგილებულ დევნილთა განსახლებისთვის ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობის ხელოვნურად გაზრდის გზით, 7 551 657 ლარი მიითვისეს.