ხელვაჩაურის ყოფილი გამგებლის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება
2013-06-27 ხელვაჩაურის ყოფილი გამგებელი გურამ საფარიძე 27 ივნისს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. იგი საფინანსო კომისიამ სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით 25 ივნისს დააკავა. გურამ საფარიძის მონათხრობით ხელვაჩაურის გამგეობის მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსა და შპს „კოლონადას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე საბანკო გარანტიის ავანსის სახით, კომპანიას 51 393, 90 ლარი გადაერიცხა, თუმცა კომპანიამ სამუშაოები ბოლომდე ვერ შეასრულა, რის შემდეგაც „დაგვიანდა თანხის უკან გადმორიცხვა“, - განმარტავს ყოფილი გამგებელი. პროკურატურამ მიიჩნია, რომ ყოფილმა გამგებელმა ბოროტად გამოიყენა სამსახურეობრივი უფლებამოსილება და არ მიიღო ზომები ბანკისგან თანხის უკან გამგეობაში დასაბრუნებლად, რის გამოც 45 ათას 800 ლარის ზიანი დღემდე არ არის ანაზღაურებული.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე