კურორტ აბასთუმნის ყოფილი რწმუნებულის დაკავება
2013-04-07 2013 წლის 7 აპრილს კურორტ აბასთუმნის ყოფილი რწმუნებული ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს ფინანსების მითვისება-გაფლანგვის ბრალდებით. საქმე ეხება ადიგენის სოფლებში ტენდერით გაკეთებული გარე განათებების თანხის მითვისებას. განათებები გაკეთდა როგორც მისი თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, ასევე გათავისუფლების შემდეგ.
სასამართლომ მას აღკვეთი ღონისძიების სახით 40 ათასი ლარიანი გირაო შეუფარდა, თუმცა გირაოს უზრუნველყოფამდე იგი პატიმრობაში დარჩება.