თბილისის მერიის, საკრებულოსა და გამგეობების თანამშრომლების დაკითხვა
2013-06-27 27 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მერიისა და საკრებულოს 21 თანამშრომელი დააკავა. დაკავებულებს შორის იყო თბილისის მერის მოადგილეები, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გლდანის რაიონის გამგებელი, თბილისის მერიის შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსი, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი, თბილისის საკრებულოს წევრი და თბილისის გამგეობების თანამშრომლები. განცხადების მიხედვით აღნიშნული პირები დაბარებული იყვნენ დაკითხვაზე მოწმის სტატუსით, თუმცა ისინი დააპატიმრეს და დაკითხვაზე ხელბორკილებით გაიყვანეს. დაკითხვიდან გამოსულებმა განაცხადეს, რომ დაკავების შემდეგ საგამოძიებო სამსახურში მიყვანის შემდეგ მათთვის ბრალის წაყენება შეწყდა და ფორმალურად დაიკითხნენ მოწმის სტატუსით.
2013-06-27 იმავე დღეს გვიან ღამით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვის ბრალდებით თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძე, თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარე დავით ავალიანი, თბილისის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსი ალექსი თაბუაშვილი, მთაწმინდა-კრწანისის გამგებლის მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე დააკავა. 1 ივლისს თბილისის მერიის მაღალჩინოსნებს რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. თავდაპირველად, ვინაიდან მოსამართლემ ოთხივე ბრალდებულის დაკავება მოხდა მთელი რიგი საპროცესო ნორმების დარღვევით, მოსამართლემ ისინი პატიმრობიდან გაათავისუფლა. შესვენების შემდეგ კი მოსამართლე მადონა მაისურაძემ გამოაცხადა განჩინება, რომლის თანახმად ოთხივე ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე