გამგეობის თანამშრომლების დაკავება საგარეჯოს მუნიციპალიტეტში
2013-06-12 ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ლოლაძე, მისი მოადგილე ბესიკ მარტიაშვილი, ზედამხედველობის სამსახურის უფროსი თენგიზ ივანელაშვილი, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი დავით ხატიაშვილი, საკრებულოს მთავარი სპეციალისტი თეიმურაზ ჯინჯიხაძე და სამი შპს-ს დირექტორი რევაზ ბაჩოშვილი, ზაზა მაისურაძე და გიორგი ადუაშვილი დააკავეს.საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის განცხადებით, დაკავებულებს ბრალად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის მითვისება და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედებათ.
2013 წლის 14 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის განჩინებით დავით ხატიაშვილს გირაოს თანხად განესაზღვრა 5 000 ლარი, ბესიკ მარტიაშვილს - 8 000, გიორგი ლოლაძეს - 10 000, ხოლო თენგიზ ივანელაშვილს 7 000 ლარი. თეიმურაზ ჯინჯიხაძის, რევაზ ბაჩოშვილის, ზაზა მაისურაძისა და გიორგი ადუაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა.