საკადრო ცვლილებები თბილისის საკრებულოში
2013-07-31 ქ. თბილისის საკრებულოში 1 ოქტომბრიდან 31 იანვრის ჩათვლით გაათავისუფლეს 9 თანამშრომელი: 4 მძღოლი, ორი შტატგარეშე მოსამსახურე და 3 სპეციალისტი. 1 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით კი დამატებით გათავისუფლებულ იქნა 3 პირი: სპეციალისტი, შტატგარეშე მოსამსახურე და მძღოლი.
2013-05-31 მარტში პირადი განცხადებით გათავისუფლდა 2 თანამშრომელი: განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე და ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შტატგარეშე მოსამსახურე.
1 მაისს კი გათავისუფლდა ორი თანამშრომელი მთავარი სპეციალისტი და მძღოლი.