საკადრო ცვლილებები ნაძალადევის გამგეობაში
2013-04-30 ნაძალადევი - გლდანი–ნაძალადევის მუნიციპალიტეტი გაიყო ნაძალადევისა და გლდანის რაიონებად. შესაბამისად, მოხდა გამგეობის აპარატის თანამშრომელთა და ხელმძღვანელ პირთა ცვლილებები. ნაძალადევის რაიონის გამგებლად დაინიშნა ლერი დემეტრაშვილი, რომელიც მანამდე იყო გლდანი–ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოადგილე ადმინისტრაციულ და საფინანსო–ეკონომიკურ დარგში და ბოლო 15 წლის მანძილზე მუშაობდა პარლამენტის წევრის მერაბ სამადაშვილის ბიუროს უფროსად. რაიონების გაყოფის შედეგად, ნაძალადევის რაიონში გაჩნდა ვაკანტური ადგილები, შესაბამისად მიმდინარეობს ახალი თანამშრომლების აყვანა.