საკადრო ცვლილებები ქუთაისის მერიაში
2013-06-27 მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გარდა 11 სამსახურის უფროსისა, ქუთაისის მერიის სხვადასხვა სამსახურიდან კიდევ 75 თანამშრომელია გათავისუფლებული, რომელთა თანამდებობებზეც 1 ივლისიდან გამოცხადდება კონკურსი, მანამდე კი თავისუფალ პოზიციებზე მოვალეობის შემსრულებლები დაინიშნებიან.
წყარო: http://goo.gl/xMrlOv
2013-06-26 203 წლის 18 ივნისს და მომდევნო დღეებში თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის მერიის 11 სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გათავისუფლებული პირების ცნობით, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 18 ივნისით დათარიღებული #712 ბრძანებით, რომელიც მათ გათავისუფლებას დაედო საფუძვლად, მერიის რეორგანიზებული სამსახურების საშტატო ერთეულების რაოდენობა უნდა დამტკიცდეს. თუმცა, გათავისუფლების დროს ბრძანება გამოცემული არ იყო.
წყარო: http://goo.gl/xMrlOv