კასპის საკრებულოს წევრის მიერ დამკვირვებელ/ჟურნალისტ ირმა კიტრიაშვილზე განხორციელებული მუქარა
2013-08-04 რესპუბლიკური პარტიის კასპის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ხათუნა თათანაშვილი და მისი მხარდამჭერები შიდა ქართლის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტისა და „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებლის, ირმა კიტრიაშვილის მიმართ ბოლო პერიოდში სოციალური ქსელის - facebook-ის საშუალებით შეურაცხმყოფელ განცხადებებს ავრცელებენ და ხელს უშლიან ჟურნალისტური და სადამკვირვებლო საქმიანობის განხორციელებაში.
ირმა კიტრიაშილი აცხადებს, რომ მის მიმართ აგრესია მას შემდეგ გაძლიერდა, რაც მან ყოფილი კუდ-ის და ამჟამად სუს -ის კასპის რაიონული უფროსის, გიორგი გერმისაშილის მიერ სკოლის დირექტორებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტები გაახმაურა. ასევე იმ სიუჟეტის გამოც, სადაც ჟურნალისტმა დაფიქსირა, თუ როგორ მოუწოდებს ხათუნა თათანაშვილს საკრებულოს ერთერთი დეპუტატი, შალვა დემეტრაშილი სხდომის ჩაშლისაკენ.