სამართლიანი არჩევნების ქობულეთის გრძელვადიანი დამკვირვებლისათვის ხელის შეშლა
2013-08-04 სავარაუდოდ სამსახურიდან უკანონო გათავისუფლების გადამოწმების მიზნით 2 აგვისტოს ,,სამართლიანი არჩევნების" გრძელვადიანი დამკვირვებელი ქობულეთის რაიონულ საავადმყოფოს ადმინისტრაციას ეწვია. ვინაიდან ადმინისტრაციის მენეჯერი ადგილზე არ იმყოფებოდა, დამკვირვებელმა გაესაუბრება კანცელარიისა და პერსონალის ადმინისტრირების სამსახურის უფროსთან, ნაირა ფხაკაძეთან სცადა, რომელმაც ინფორმაციის მოწოდებაზე კატეგორიული უარი განაცხადა.
დამკვირვებელმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების განყოფილებაში მძღოლთან გასაუსბრება სცადა, თუმცა დაცვის თანამშრომელმა აგრესიული ფორმით აიძულა დაეტოვებინა საავადმყოფოს ტერიტორია.