საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მიერ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის“ დაფინანსება
2013-08-04 „სამართლიანი არჩევნები“ 22 ივლისს გამოქვეყნებულ ანგარიშში მიუითითებდა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ მიერ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის“ დაფინანსება ამომრჩევლის მოსყიდვის საფრთხეს შეიცავს.
შემომწირველების, დაფინანსების წყაროებისა და დაგეგმილ პროექტების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით „სამართლიანმა არჩევნებმა“ 2013 წლის 26 ივლისს სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით „სამართლიან არჩევნებს“ ფონდის შემომწირველების ვინაობის, განხორციელებული შემოწირულობისა რაოდენობისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე უარი განუცხადა.
"სამართლიანი არჩევნები" მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ფონდის საქმიანობა გამჭვირვალობა, მათ შორის ინფორმაცია ფონდის შემომწირველებისა და შემოწირული თანხებისრაოდენობის შესახებ.