მმართველი კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატის მონაწილეობა ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებში
2013-08-04 „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ჯერჯერობით ოფიციალურად საპრეზიდენტო კანდიდატად არ არის დარეგისტრირებული, თუმცა იგი წინასაარჩევნო კამპანიას აქტიურად აწარმოებს. იგის ხშირად ჩნდება ბიუჯეტით დაფინანსებულ საჯარო ღონისძიებებზე. მაგალითად, მარგველაშვილი ახმეტის მაჟორიტარ დეპუტატთან და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა თუშეთში გამართულ სახალხო დღესასწაულს „თუშეთობას“. ღონისძიებაზე ახმეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა მარგველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატის სტატუსით წარადგინა . „სამართლიანი არჩევნები“ 22 ივლისს გამოქვეყნებულ ანგარიშში დადებითად აფასებდა გიორგი მარგველაშვილის მიერ ოფიციალური კამპანიის დაწყებასთან ერთად განათლებისა და მეცნერების მინისტრის თანამდებობის დატოვებას . თუმცა კამპანიის გააქტიურებასთან ერთად ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პრეზიდენტობის კანდიდატის მხრიდან შეიმჩნევა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები, რაც საფრთხეს უქმნის თანაბარი და კონკურენტული წინასაარჩევნო გარემო არსებობას.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე