ამომრჩევლის მოსყიდვის შესაძლო ფაქტი გორში
2013-08-17 2013 წლის 2 აგვისტოს ქ.გორში შეხვედრა გაიმართა პრეზიდენტობის კანდიდატ ნესტან კირთაძესა და გორელ ბიზნესმენებს შორის.ინფორმაციას თან დართული ვიდეომასალით პორტალი qartli.ge ავრცელებს.შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა და კირთაძე ბიზნესმენებს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებასა და ინვესტიციების მოზიდვას დაჰპირდა.აქვე მან ხაზი გაუსვა ბრიუსელში, სექტემბრის თვეში გასამართ შეხვედრას, სადაც ბიზნესმენები მიიწვია და პირდაპირი ხელშეკრულებების დადებას დაჰპირდა.მისი თქმით აღნიშნული ხელშეკრულებები სარგებლის მომტანი იქნება მათი ოჯახებისა და გორის საინვესტიციო გარემოსათვის. ვფიქრობთ,რომ ნესტან კირთაძის მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტს,რაც მატერიალური სარგებლის მიღების დაპირებაში გამოიხატება.აღნიშნულთან დაკავშირებით საიამ მიმართა შესაბამის ორგანოებს რეაგირებისათვის.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე