პოლიტიკური საქმიანობისათვის ხელის შეშლა ბათუმში
2013-08-04 2013 წლის 27 ოქტომბერის საპრეზიდენტო არჩევნებში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრეზიდენტობის კანდიდატის გამოსავლენად პრაიმერი საქართველოს 6 ქალაქში გამართა. მიუხედავად იმისა, რომ პრაიმერი ძირითადად შიდაპარტიული ხასიათის ღონისძიება იყო, იგი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილსაც წარმოადგენდა.
ბათუმში ღონისძიების პარალელურად იმართებოდა კონტრაქციები,რომლებიც აგრესიულ ხასიათს ატარებდა. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები მობილიზებული იყვნენ, რაც დადებითად უნდა შეფასდეს. მათ მხოლოდ სპეციალური კორდონების საშუალებით მოახერხა პრაიმერის მონაწილეთა დაცვა კონტრაქციის მონაწილეთა აგრესიული ქმედებებისგან. დაკავებულ იქნა კონტრაქციის მონაწილე რამოდენიმე პირი, რომელთაც სასამართლომ ჯარიმები შეუფარდათ.
უნდა აღინიშნოს პრემიერ-მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრის და სხვა თანამდებობის პირების მიერ აქციის ორგანიზატორებისათვის და სამართალდამრღვევთა მიმართ მიწოდებული გზავნილები, რომლებიც შეიცავდნენ მოწოდებას საკუთარი აზრის მშვიდობიან და არაძალადობრივი ფორმით გამოხატივს შესახებ.