პოლიტიკური საქმიანობისათვის ხელის შეშლა თბილისში
2013-08-04 2013 წლის 27 ოქტომბერის საპრეზიდენტო არჩევნებში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრეზიდენტობის კანდიდატის გამოსავლენად პრაიმერი საქართველოს 6 ქალაქში გამართა. მიუხედავად იმისა, რომ პრაიმერი ძირითადად შიდაპარტიული ხასიათის ღონისძიება იყო, იგი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილსაც წარმოადგენდა.
პრაიმერის პირველი ეტაპი თბილისში აგრესიული კონტრაქციების პარალელურად წარიმართა.სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები მობილიზებული იყვნენ, რაც დადებითად უნდა შეფასდეს. უნდა აღინიშნოს, რომ პრაიმერის გამართვისას პოლიციამ მხოლოდ სპეციალური კორდონების საშუალებით მოახერხა პრაიმერის მონაწილეთა დაცვა კონტრაქციის მონაწილეთა აგრესიული ქმედებებისგან. დაკავებულ იქნა კონტრაქციის მონაწილე რამოდენიმე პირი, რომელთაც სასამართლომ ჯარიმები შეუფარდათ.
უნდა აღინიშნოს პრემიერ-მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრის და სხვა თანამდებობის პირების მიერ აქციის ორგანიზატორებისათვის და სამართალდამრღვევთა მიმართ მიწოდებული გზავნილები , რომლებიც შეიცავდნენ მოწოდებას საკუთარი აზრის მშვიდობიან და არაძალადობრივი ფორმით გამოხატივს შესახებ.