სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების ფაქტები ასპინძაში
თარიღი: 2013-08-21
პერიოდი: 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები - წინასაარჩევნო პერიოდი
ოლქი: ასპინძა , იდუმალა;ასპინძა;ოთა;ორგორა;რუსთავი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება
2013-08-21 2013 წლის აგვისტოს თვეში საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართეს ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელებმა.მათი თქმით 2013 წლის 2 აგვისტოს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მხრიდან მათ მიმართ ადგილი ჰქონდა სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების ფაქტს.საიას წარმომადგენელმა გადაამოწმა აღნიშნული ინფორმაცია ჯიმშერ მჭედლიშვლითან,მალხაზ მოსიძესთან,მანუჩარ ნადიბაიძესთან,გივი ჩოხელთან და ჯემალ იაკობიძესთან.მათთან საუბრის შემდეგ გამოირკვა,რომ გამგებელი ლევან ცაბაძე და მისი მოადგილე ალექსანდრე პავლიაშვილი აიძულებდნენ მათ ნებაყოფლობით დაეწერათ განცხადება სამსახურის დატოვების თაობაზე,რის შემდეგაც მათივე თქმით ვაკანტურ ადგილებზე მათთვის პოლიტიკური თვალსაზრისით მისაღებ პირებს დანიშნავდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში გამგებელი პირდებოდა ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს,რომ მოიპოვებდა მაკომპრომიტირებ მასალებს და ამ გზით დაატოვებინებდა თანამდებობებს. 14 რწმუნებულიდან 4 მათგანს არ დაუწერია განცხადება თანამდებობიდან გათავლისუფლების თაობაზე,თუმცა უკლებლივ ყველა ადასტურებს აღნიშნულს და თანადგომას უცხადებს კოლეგებს.ტერიტორიული რწმუნებულები აღნიშნავენ,რომ გამგებელი მათთან საუბრისას აშანტაჟებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მათ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს კომპეტენტურ ორგანოებს შეისწავლონ აღნიშნული ფაქტები და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.
2013-08-20 როგორც ასპინძის მუნიციპალიტეტის ოშორა-იდუმალას რწმუნებულმა „სამართლიან არჩევნებთან“ საუბარში განაცხადა, გამგებელმა, ლევან ცაბაძემ და მისმა მოადგილემ, ალექსანდრე პაპაშვილმა, რწმუნებულებს და მათ თანაშემწეებს განუცხადეს, რომ მათ განცხადება უნდა დაეწერათ გათავისუფლების თხოვნით, რის სანაცვლოდაც მომდევნო 3 თვის განმავლობაში ყველას მოვალეობის შემსრულებლად დანიშნავდა, ხოლო 3 თვის შემდეგ მათი სასმსახურში დარჩენა არჩევნებზე მათი მუშაობის გათვალისწინებით გადაწყდებოდა. იმ შემთხვევაში, თუ თავისი ნებით არ დატოვებდნენ დაკავებულ პოზიციებს, მათ მიმართ იძულების სხვა ხერხებს გამოიყენებდნენ. „სამართლიან არჩევნებთან“ საუბარში ასპინძის გამგებელმა, ლევან ცაბაძემ უარყო მუქარის ფაქტი, თუმცა დაადასტურა, რომ რწმუნებულებს თანამდებობის დატოვების თაობაზე განცხადების დაწერა და დროებით მოვალეობის შემსრულებლად დარჩენა მოსთხოვა. გამგებელი მოთხოვნას სოფლის მაცხოვრებლების სურვილით ხსნის. თათბირის შემდეგ, თანამდებობა რწმუნებულების და მათი თანაშემწეების უმრავლესობამ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს იმ იმედით, რომ მომდევნო 3 თვე მოვალეობის შემსრულებლებად დარჩებოდნენ, თუმცა, 2013 წლის 19 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ გამგებელმა ლევან ცაბაძემ ტერიტორიულ ერთეულებში გათავისუფლებულ პირთა ნაცვლად ახალი რწმუნებულები დანიშნა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე