მუნიციპალური გაზეთის ”ასპინძის მაცნე”-ს ლიკვიდაციის საქმე
თარიღი: 2013-08-22
პერიოდი: 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები - წინასაარჩევნო პერიოდი
ოლქი: ასპინძა , ასპინძა
ინციდენტის კატეგორია: სხვა
2013-08-22 2013 წლის 24 ივლისის სხდომაზე ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამგებლის ინიციატივით, განკარგულებით დაიწყო ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული გაზეთის ”ასპინძის მაცნე”-ს ლიკვიდაციის პროცესი. ”ასპინძის მაცნე” ფინანსდება ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, თვეში ერთხელ გამოდის და ვრცელდება უფასოდ. იგი მუნიციპალიტეტის ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოა და მოსახლეობისთვის მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციის ძირითად წყაროს წარმოადგენს. ”ასპინძის მაცნე”-ს ლიკვიდაცია უარყოფითად აისახება საარჩევნო პროცესზე და ადგილობრივი თვითმმართველობის გამჭირვალეობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით საიამ განცხადებით მიმართა უწყებათაშორის კომისიას შესაბამისი რეაგირებისათვის.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე