გაზეთ ”გურიის მოამბე”-ს საქმე
თარიღი: 2013-08-22
პერიოდი: 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები - წინასაარჩევნო პერიოდი
ოლქი: ოზურგეთი , ოზურგეთი
ინციდენტის კატეგორია: სხვა
2013-08-22 ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით გაზეთ ”გურიის მოამბე”-ს გაუუქმდა უზუფრუქტის ხელშეკრულება,რის შედეგადაც გაზეთი ვალდებულია დატოვოს არსებული სამუშაო ფართი.ხელშეკრულების გაუქმებას წინ უძღოდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თხოვნა საქსტატისათვის ფართის გამოყოფის თაობაზე,რომელიც საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტს ეხება.როგორც ”გურიის მოამბე”-ს რედაქტორმა ვლადიმერ მენაბდემ აღნიშნა გაზეთის ხელმძღვანელობაზე პერმანენტულად მიმდინარეობს ზეწოლა,რათა მათი ფართი ”ქართული ოცნება”-ის კოალიციამ დაიკავოს.ამის შესახებ ინფორმაციას იგი პორტალ www.guriismoambe.com-ზე ავრცელებს.საიამ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებით მიმართა უწყებათაშორის კომისიას და მოსთხოვა მას შესაბამისი რეაგირება.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე