სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების შესაძლო ფაქტი წყალტუბოში
2013-08-23 2013 წლის 28 ივნისს სამსახურიდან გაათავისუფლეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი ლევან ლექვინაძე.მის სამსახურიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო საკრებულოს რიგითი წევრების განცხადება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე.გათავისუფლებულ მოხელეს მიაჩნია, რომ მის მიერ ადგილი არ ჰქონია სამსახურებრივი მოვალეობების უხეშ დარღვევას და გათავისუფლებას საფუძვლად დაედო პოლიტიკური მოტივი.ლევან ლექვინაძის ინტერესების დაცვას სასამართლოში, მისი მომართვის საფუძველზე, საიას ქუთაისის ფილიალი ახორციელებს.