პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა კასპში
2013-08-23 კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დავით მესროფაშვილის მიმართ უკვე ათი თვეა მიმდინარეობს ბრძოლა მისი თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე.2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხი უკვე არაერთხელ დადგა დღის წესრიგში, თუმცა 2013 წლის 10 ივლისს დავით მესროფაშვილმა თავად დაწერა განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.კასპის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ოლეგ იაძის თქმით 9 ივლისს კასპის ”ქართული ოცნება”-ის რაიონული ოფისის სამი წარმომადგენელი გიორგი ბესტავაშვილი,გია წიკლაური და დავით ალექსიძე მივიდნენ საკრებულოს წევრებთან და მოსთხოვეს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობის დასაკავებლად მხარი დაეჭირათ ”რესპუბლიკური პარტიის” კასპის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლისათვის ხათუნა თათანაშვილისათვის.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე