პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა გორში
2013-08-23 2013 წლის 1 ივლისს გორის ”რესპუბლიკური პარტიის” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ვალიურმა პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ გორში მცხოვრებ გიორგი პაპიაშვილზე სამართალდამცავების მხრიდან მიმდინარეობს ზეწოლა,რათა მან ვალიაურს იარაღი და ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდოს.მისი თქმით გორის შ.ს. რაიონული სამმართველოს თანამშრომლები ჯერ კიდევ 2013 წლის 1 ოქომბრის არჩევნებამდე სთხოვდნენ პოლიციასთან ”თანამშრომლობას” და სისტემატურად აიძულებდნენ პოლიციისათვის პოლიტიკური პარტიების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიტანას.ხოლო პაპიაშვილის მხრიდან უარის შემდეგ,23 ივნისს პოლიციის თანამშრომლებმა სასტიკად სცემეს იგი, რის შედეგადაც მას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიადგა. გიორგი პაპიაშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.