ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესაძლო ფაქტი მესტიაში
2013-08-26 2013 წლის 23 ივლისს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დადგენილებით მესტიის ადგილობრივი ბიუჯეტი 996 000 ლარით გაზარდა.აღნიშნული თანხა დეტალურად გაიწერა და იგი სოციალურ პროექტებს მოხმარდება (მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობა,სარწყავი არხების გამაგრება-რეაბილიტაცია და ა.შ.). თავისთავად ცხადია წინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი პროექტები მოსახლეობის პოლიტიკური სიმპათიის განსაზღვრაში დიდ როლს ითამაშებს. აღნიშნული ფაქტი შესაძლოა წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად იქნეს აღქმული.