კასპის საკრებულოს დეპუტატები სახელმწიფო უშიშროების სამსახურში დაიბარეს
2013-08-20 2013 წლის 19-20 აგვისოს კასპის საკრებულოს 20-მდე დეპუტატი სახელმწიფო უშიშროების სამსახურის რეგიონულ განყოფილებაში დაიბარეს და საკრებულოს თავჯდომარის, ავთანდილ გოგნიაშვილის არჩევასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირება მოსთხოვეს. აღნიშნული ფაქტი დაადასტურა კასპის გამგებელმაც. იგი ფაქტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებას პრემიერ-მინისტრისთვის გეგმავს. საკრებლოს წევრები განმარტებით, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მიერ მოხდა წევრების გამოკითხვა იმის შესახებ, თუ რა აზრის იყვნენ ისინი საკრებულოს თავმჯდოამრეობის კანდიდატის, ავთანდილი გოგნიაშვილთან დაკავშირებით და დაუჭერდნენ თუ არა ისინი მხარს ამ კანდიდატის არჩევის ფაქტს. სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, სახელწმიფო უშიშროების სამსახურის რეგიონული განყოფილების მიერ განხორციელებული ფაქტი შესაძლებელია შეფასდეს საკრებულოს წევრებზე ზეწოლად, რაც უკანონოა და არღვევს, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
2013-08-20 კასპის საკრებულოს 20-მდე დეპუტატი 19-20 აგვისტოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის რეგიონულ განყოფილებაში დაიბარეს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ავთანდილ გოგიაშვილის არჩევაზე პოზიციების დაფიქსირება მოსთხოვეს. „შეგვეკითხნენ, თუ რა აზრის ვიყავით ავთანდილ გოგიაშვილის კანდიდატურის შესახებ; დავუჭერდით თუ არა მხარს მის კანდიდატურას,“ – გვეუბნებიან საკრებულოს წევრები.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე