სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების შესაძლო ფაქტი ქარელში
2013-09-09 2013 წლის 29 აგვისტოს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე თანამდებობიდან გათავისუფლდა ქარელის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ემიკო ფეიქრიშვილი.2013 წლის 30 აგვისტოს ქარელის საკრებულომ გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე ზაზა გულიაშვილი დანიშნა.როგორც ემიკო ფეიქრიშვილმა საიას გორის რაიონული ოფისის წარმომადგენელთან განაცხადა,მის თანამდებობიდან გათავისუფლებამდე დაახლოებით 1 კვირით ადრე მასთან მივიდა ამჟამინდელი გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა გულიაშვილი,მოსთხოვა მას თანამდებობის დატოვება და წინააღმდეგობის შემთხვევაში პრობლემების შექმნით დაემუქრა.ზაზა გულიაშვილმა,რომელიც იმ დროს ჯერ კიდევ ქარელის პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იყო განაცხადა, რომ ემიკო ფეიქრიშვილის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი გადაწყვეტილია არმაზ ახვლედიანის,ირაკლი ღარიბაშვილის,ირაკლი მელაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მიერ. ამის შემდეგ ფეიქრიშვილთან თანამდებობის დატოვების თხოვნით ქარელის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ღვინიაშვილი მივიდა,უარის შემდეგ კი ბრძანების საფუძველზე გაათავისუფლა თანამდებობიდან. უნდა აღინიშნოს,რომ ზაზა გულიაშვილის დანიშვნა ქარელის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე კანონის მოთხოვნათა დარღვევით მოხდა.