ამომრჩევლის მოსყიდვის შესაძლო ფაქტი თელავში
2013-09-10 2013 წლის 1 სექტემბერს ქალაქ თელავში ერეკლე მეორის გამზირზე ”ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” რაიონული ოფისის წინ,ამავე პარტიის ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით გაიმართა დრიფტ-შოუ.მანქანების რბოლის შესახებ ინფორმაციას თან დართული ვიდეო მასალით საინფორმაციო პორტალი INFO9 და ”კახეთის ხმა” ავრცელებს.ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ ”ქართული ოცნების” აქტივისტები შესაბამისი ატრიბუტიკით(მაისურები,დროშები და ა.შ.)გამარჯვებულებს გადაეცათ პრიზები,ბენზინი საერთო ჯამში 150 ლიტრის ოდენობით,ხოლო პირველ ადგილზე გასულს ბილაინის ანდროიდი ოქროს ნომრით.ცალსახაა,რომ აღნიშნულ შემთხვევაში იკვეთება ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნები.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე