რეორგანიზაცია ქალაქ თბილისის საკრებულოში
2013-09-18 2013 წლის 17 სექტემბერს ქალაქ თბილისის საკრებულოში გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა.დღის წესრიგში შეტანილ საკითხად განიხილებოდა ქ.თბილისის საკრებულოს აპარატის რეორგანიზება და ახალი საშტატო ნუსხის დამტკიცება.სხდომამ ცხარე დისკუსიის ფონზე ჩაიარა,ხოლო უმცირესობამ ბოიკოტი გამოუცხადა კენჭისყრას და დატოვა სხდომათა დარბაზი.დეპუტატთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საკრებულოს აპარატის რეორგანიზების პროექტს და ახალ საშტატო ნუსხას.შედეგად საკრებულოს აპარატის 6 განყოფილება გაერთიანდა 3 განყოფილებად და გამოთავისუფლდა 13 საშტატო ერთეული.როგორც საკრებულოს აპარატის უფროსმა გიორგი ფიცხელაურმა განაცხადა,თანამდებობებს მხოლოდ არაკვალიფიციური კადრები დატოვებდნენ და რაიმე სახის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ალბათობა გამორიცხა.