ძალადობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე ახალციხეში
2013-09-18 3 აგვისტოს, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერსა და არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი ზონის“ ახალციხის კოორდინატორზე - ირინე გელაშვილზე, რომელიც სოფელ საყუნეთში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის - დავით ბაქრაძის სასარგებლოდ ხელმოწერებს აგროვებდა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა განხორციელდა ადგილობრივი მოსახლის - ბესო ქუქჩიანის მხრიდან. ამ ფაქტიდან რამდენიმე დღეში ირინე გელაშვილსა და მის მეზობელს, რომელიც ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია, სახლის მინები ჩამსხვრეული დახვდათ.