,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანია რუსთავში
2013-09-18 2013 წლის 29 აგვისტოს რუსთავის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა - დავით ბაქრაძემ. ,,სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორის ინფორმაციით, შეხვედრაზე პოლიტიკურ თანამდებობის პირებთან ერთად იმყოფებოდნენ ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე - მამუკა ჩიქოვანი და საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელი - მაია დოლიძე. საქართველოს ორგანული კანონის ,,საარჩევნო კოდექსის“ 45-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეებს აგიტაციაში მონაწილეობა ეკრძალებათ სამუშაო საათებში ან/და როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურეობრივ ფუნქციებს. ასევე, მათ ეკრძალებათ საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის სასარგებლო წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე